გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გიორგი ქობულია: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო, რომ თუ ინვესტორები ვალდებულებებს შეასრულებდნენ, მთავრობაც აუცილებლად შეასრულებდა ყველა პირობას

19-10-2019

„ბიძინა ივანიშვილის პოზიცია იყო, რომ თუ ინვესტორები ვალდებულებებს შეასრულებდნენ, მთავრობაც აუცილებლად შეასრულებდა ყველა პირობას“ - განაცხადა ანაკლისს პორტის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ტვ პირველის თოქშუში „პირველები“.

„დამოკიდებულება იყო რომ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულებები. თუ ინვესტორი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, ჩვენ ვალდებულებებს შევასრულებთ. ასეთი შემთხვევა არ მახსოვს, სადაც ლაპარაკი იყო რომ ჩვენ არ შევასრულოთ ეს და ა.შ. მიუხედავ იმისა, რომ მე მქონდა ლაპარაკი, რომ ეს კომერციულად და ჩვენი ეკონომიკისთვის საჭირო პროექტია. ამაზე საპასუხოდ იყო რეაქცია, რომ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, და ახლა ჩვენ უნდა მივყვეთ ამას” - განაცხადა გიორგი ქობულიამ.