გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

„წინასწარმეტყველებამ არ იცის შვილი, ქმარი, მოყვარე თუ მტერი…კეთილი ინებეთ, მიიღეთ ისე, როგორც ვხედავ”

21-10-2019

წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას გვერდის ადმინისტრაცია პოლიტიკოსების მხარდამჭერებს მიმართავს გაითვალისწინონ ლელა კაკულიას ნათქვამი, რომ წინასწარმეტყველების შესწორება არ შეიძლება და იგი წარმოითქმება ისე, როგორც ხედავს.

„გვერდის ადმინისტრაცია უმორჩილესად გთხოვთ ყველას, რომელი პოლიტიკური პარტიისა თუ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის მხარდამჭერიც უნდა იყოთ, გაითვალისწინოთ უმთავრესი, რასაც ქალბატონი ლელა ხშირად იმეორებს:

„წინასწარმეტყველებამ არ იცის შვილი, ქმარი, მოყვარე თუ მტერი. იგი წარმოითქმება ისე, როგორც ვხედავ… უფლება არ მაქვს, რაიმე შევასწორო. ამიტომ, კეთილი ინებეთ, მიიღეთ ისე, როგორც ვხედავ. ასეთია ნება უფლისა!“

 „ეს წინასწარმეტყველებაა და რასაც ვხედავ, ზუსტად უნდა გადმოვცე. აქ რამის შეცვლა და რამის დამატება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება. დიახ, ასეა, ბატონებო. მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ!“

cyc.ge