გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

12 წლის ბიჭის სიცოცხლეს, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, საფრთხე აღარ ემუქრება

22-10-2019

12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც მატარებელი დაეჯახა, დასტაბილურდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ექიმმა, არჩილ აგლაძემ განაცხადა.

მოზარდს ამ დროისთვის ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

„პაციენტი შემოყვანილია 21 ოქტომბერს, 15:00 საათზე. ლიანდაგზე გადასვლისას დაეჯახა მატარებელი. შემოსვლისას მდგომარეობა იყო მძიმე. აღენიშნებოდა ზურგის მიდამოში მრავლობით ჭრილობა. ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. გამოვლინდა ქალა-ფუძის მოტეხილობა, მცირე ზომის სისხლჩაქცევები მარცხენა საფეთქლისა და კეფის მიდამოში. თავის ტვინზე მნიშვნელოვანი კომპლექსური ან დისლოკაციური ცვლილებები არ ვლინდებოდა. ჭრილობებზე ჩატარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება. უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება. ამ ეტაპზე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. განაგრძნობს მკურნალობას. მისი მდგომარეობა დასტაბილურებულია. მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ექიმმა.

1tv.ge

alia