გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ანრი ოხანაშვილი: ჟანგბადს ნაციონალობა არ გააჩნია და ის ერთნაირად საჭიროა, როგორც ქართველებისთვის, ისე მთლიანად კაცობრიობისთვის

23-10-2019

ჟანგბადს ნაციონალობა არ გააჩნია და ის ერთნაირად საჭიროა, როგორც ქართველებისთვის, ისე მთლიანად კაცობრიობისთვის“ - აცხადებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

მისი თქმით, სამარცხვინოა ამ თემის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის მცდელობაც კი

„მხოლოდ მისასალმებელია, რომ ამაზონის ხანძრის შედეგების აღმოფხვრაში, ბერა ივანიშვილის სახით, თუნდაც ერთ ქართველს მაინც შეაქვს თავისი წვლილი.

ეს საამაყო უნდა იყოს ყოველი ქართველისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ასე ჯანსაღად აფასებს ამ ფაქტს.

ჟანგბადს ნაციონალობა არ გააჩნია და ის ერთნაირად საჭიროა, როგორც ქართველებისთვის, ისე მთლიანად კაცობრიობისთვის. ამ თემის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენის მცდელობაც კი სამარცხვინოდ მიმაჩნია“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.