გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

თბილისში ძროხების, დეკეულებისა და ხბოების გამოფენა გაიმართება

25-10-2019

თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალ პირველად საქართველოში ყოველწლიური „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართება, სადაც საქართველოს მასშტაბით მოქმედი 19 ფერმის ორმოცდაათამდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო ექსპოს პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან „საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია“ და „საქართველოს მერძევეობის ასოციაცია“.

გამოფენას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი გახსნიან.

გამოფენა 12:00 საათზე გაიხსნება.