გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

წინასწარი შედეგებით, ლაგოდეხის, მარტვილისა და ადიგენის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ

28-10-2019

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.


კერძოდ, ლაგოდეხში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ომარ შველიძემ ხმების 84.4 % მიიღო, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატმა მალხაზ მელაშვილმა ხმების 14.71 % , მოძრაობა „თავისუფალი საქართველოსთვის“ კანდიდატმა დავით ბეგლარიშვილმა კი 0.89 %.
ადიგენში 875 ხმა მიიღო "ქართული ოცნების" კანდიდატმა ზურაბ ფეიქრიშვილმა. ფეიქრიშვილი შუალედურ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო.
რაც შეეხება მარტვილს, "ქართული ოცნების" კანდიდატმა რობერტ კაკულიამ 549 ხმა მიიღო. კაკულიაც შუალედურ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო და შესაბამისად, საკრებულოს დეპუტატი გახდა.