გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ჭალადიდში ავარიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

31-10-2019

ხობის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 50 წლამდე მამაკაცი ქუთაისის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" შს სამინისტროში დაუდასტურეს. მას თავდაპირველად ქვედა კიდურის ამპუტაცია ფოთის ჰოსპიტალში გაუკეთეს, რის შემდეგ ის ქუთაისში გადაყვანა გახდა საჭირო, თუმცა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

წუხელ ჭალადიდის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. მაშველებმა მძღოლი სამ საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ გამოიყვანეს.

რადიო "ათინათი"