გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ძლიერი წვიმის შედეგად, გომში საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და შიდა-სასოფლო გზები დაიტბორა

2-11-2019

რამდენიმესაათიანი ძლიერი წვიმის შედეგად, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და შიდა-სასოფლო გზები დაიტბორა.

ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ უხვმა ნალექმა მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდა სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.

“მიზეზს წარმოადგენს ყუმურის, გომის, შუახის და მასში შემავალი არხების მთიდან ჩამოსული ნაკადით ამოვსება. რამაც გამოიწვია დატბორვა. საჭიროა ყუმურისა და მასთან დამაკავშირებელი არხების გაწმენდა. მოხდება შედეგების აღწერა და კომპლექსური ღონისძიებები გატარდება,”- განაცხადა ვალერიან ფოცხვერიამ.

საქართველოში მეორე დღეა წვიმს. სინოპტიკოსები გამოდარებას ხვალიდან პროგნოზირებენ.

kvira