გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა

4-11-2019

ოკუპირებულ ახალგორში, უბედური შემთხვევის დროს დაშავებული ქალის მდგომარეობა მძიმეა.


საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ახლობლებს 60 წლის თამარ გიგაურის თბილისში გადმოყვანის საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ. 

"ავადმყოფი იყო კონტაქტური. ცხინვალში არანაირი სამედიცინო საშუალება არ არის. შესაბამისად მისი გადმოყვანა აუცილებელი და სასწრაფოა. ინფორმირებულია ყველა სახელმწიფო სტრუქტურა და იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მოხდება მისი გადმოყვანა მალე", - განუცხადა "რუსთავი 2" -ს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, თამარ გიგაური შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა.

"პია"