გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გორში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება

4-11-2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გორში, საცხოვრებელ ფართს 38 დევნილ ოჯახს გადასცემს. ახალაშენებულ კორპუსში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსება 4 ნოემბერს იწყება და 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, განაცხადების შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეუძლიათ.

„უკვე არსებული განაცხადები არ განიხილება და ყველა დევნილმა ოჯახებმა, გორში ბინის მიღების მოთხოვნით, ახალი განაცხადი უნდა შეავსოს. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადების შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ,“- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

imedinews.ge