გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ცხინვალში გადაყვანილი ახალგორელი პაციენტის მკურნალობის შესაბამისობას ახლობლები ეჭვქვეშ აყენებენ

4-11-2019

ახალგორელი თამარ გიგაურისთვის ცხინვალის საავადმყოფოში ჩატარებული მკურნალობის ადექვატურობას ახლობლები ეჭვქვეშ აყენებენ. გიგაური 3 ნოემბერს 7 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თვითნებური გადაწყვეტილებით, პაციენტი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს ოჯახის ახლობლების მოთხოვნის მიუხედავად ქალი თბილისის სავადმყოფოში ამ დრომდე არ გადმოჰყავთ.

"პირველი" დაუკავშირდა ახალგორის გამგებელს ნუგზარ თინიკაშვილს. მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, პაციენტთან იმყოფება მისი და. მათი ინფორმაციით, თამარ გიგაურს აქვს მრავლობითი დაჟეჟილობა და ხელი აქვს მოტეხილი, ცხინვალის სავამდყოფოში კი მას შესაბამის მკურნალობას ვერ ჩაუტარებენ, ამის რესურსი არ აქვთ.

ინფორმაცია მიეწოდა ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურას გააქტიურებულია ყველა შესაბამისი ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვივრებლო მისია, ასევე ინფორმაცია აქვს "წითელი ჯვირის როგორც ცენტრალური ასევე გორის რეგიონალურ ოფისს", - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა "პირველთან" საუბარში.

აღნიშნულია ინფორმაცია ცხელი ხაზის გააქტიურებასთან დაკავშირებით "პირველს" "სუს"-მაც დაუდასტურა.

pia