გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

“რუსთავი 2”-ის ახალ მეგაშოუს თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი წაიყვანენ

4-11-2019

“რუსთავი 2” ახალ უპრეცედენტო მეგაშოუს იწყებს.

თუკი 16 წელი შეგისრულდათ და ასრულებთ ან ქართულ ან უცხოურ სიმღერას კარგად, ან ორივეს შესრულებაც არ გამოგდით ურიგოდ და თქვენი ნიჭის წარმოჩენა ფართო აუდიტორიის წინაშე გსურთ, ახალი მუსიკალური პროექტი სწორედ თქვენთვისაა.

8 ნოემბრიდან მუსიკალური შოუსთვის შესარჩევი ეტაპები იწყება თბილისში იწყება, 9 ნოემბერს ბათუმში გადაინაცვლებენ, ხოლო 10 ნოემბერს – ქუთაისში მისულ მონაწილეებს მოუსმენენ.

თუკი მონაწილეობას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ პროექტის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდს ესტუმროთ და პირად შეტყობინებაში მისწეროთ ორგანიზატორებს თქვენ შესახებ ინფორმაცია და ასევე სიმღერის ვიდეო, თუკი ასეთი გაგაჩნიათ.

პირველი სერია ეთერში 16 დეკემბერს გავა, ლაივ-კონცერტი კი – 6 იანვარს.

მეგაშოუს წამყვანები უცვლელი დუეტი, თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი იქნებიან.

cyc.ge