გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მარტვილის ეპარქიიდან მეუფე პეტრეს ძაღლები გააჩუქეს

5-11-2019

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიიდან ორი ძაღლი -აზიური ნაგაზი "ბასარა" და ინგლისური ბულდოგი "ლორდი" მეუფე გრიგოლის ნებართვით გააჩუქეს. შინაური ცხოველები ჟურნალისტმა და ოპერატორმა წაიყვანეს. იღუმენია თამარ გამყრელიძე ამბობს, რომ ისინი 10 წლის წინ ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ჯერ კიდევ ლეკვობის დროს აჩუქეს. თავად მეუფე პეტრემ ეპარქიიდან მხოლოდ ერთი ძაღლის, კანე კორსოს წაყვანა შეძლო. კიდევ ერთი ძაღლი გერმანული ნაგაზი კი ბერებმა მონასტერში წაიყვანეს.

"ყველა აქ არის გაზრდილი. ჯერ კიდევ ლეკვები იყვნენ მეუფე პეტრეს, რომ აჩუქა მრევლმა. თავის ხელებით კვებავდა მათ. ყველას წაიყვანდა ამის შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს, მაგრამ სად უნდა წაიყვანოს, როდესაც თვითონ არ იცის სად გაჩერდება. გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, წაიყვანონ ისინი და მოუარონ. ეს ყველაფერი მოხდა, მეუფე გრიგოლის ნებართვით. უთქვამს, ვისაც აქვს სურვილი წაიყვანოსო", - თქვა იღუმენია თამარმა.

ჭყონდიდის რეზიდენცია, მღვდელმთავრობიდან განყენებული მეუფე პეტრე ცაავასთან ერთად, მონაზვნებმაც დატოვეს.

რადიო "ათინათი"