გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

6-11-2019

თამარ სეფიაშვილს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ახლობლებმა მიაკვლიეს.

"ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. ტელეფონზე მას შვილი ურეკავდა და დიდი ხნის განმავლობაში რომ არ უპასუხა, ნათესავი მივიდა, რომელმაც გარდაცვლილი ნახა, რის შემდეგაც სამართალდამცავებს დაუკავშირდნენ. მას სავარაუდოდ, ძალადობის კვალი აღენიშნება" - განაცხადა მერის წარმომადგენელმა სოფელ არბოშიკში. 

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს ხელები აქვს დამტვრეული. სახლში კი ფანჯრის მინებია ჩამსხვრეული და გადმოყრილია ნივთები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"პია"