გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ბესიკ ამირანაშვილი ნინოწმინდის მოსახლეობას შეხვდა

7-11-2019

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. სამცხე-ჯავახეთის რმუნებულის მორიგი შეხვედრა ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობასთან შედგა.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის გარდა, რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარ-დეპუტატი ენზელ მკოიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ყველა სოფელში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის ჩართულობით და ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია და აქტიურად გრძელდება.