გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში ბაგა-ბაღი გაიხსნა

8-11-2019

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში, სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილმა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი საბავშვო ბაღი გახსნეს.

ასპინიძის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, არსებული საბავშვო ბაღში, დღემდე ფუნქციონირებდა მხოლოდ ერთი ჯგუფი, რომელიც მხოლოდ სოფელ ტოლოშის აღსაზრდელებს ემსახურებოდა.

რეაბირიტირებული შენობა კი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი, რომელიც მეზობელ სოფლებიდან აღსაზრდელებს მოემსახურება, იქნება ასაკობრივი ჯგუფები და დაინერგება სასკოლო მზაობის პროგრამა.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განხორციელდა.

შენობის რეაბილიტაციისათვის ჯამში 292 000 ლარი დაიხარჯა.

საბავშვო ბაღის გახსნას მოსახლეობასთან ერთად სამხარეო ადმინისრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.