გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თელავში, გაზგასამართ სადგურზე, მანქანის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

8-11-2019

თელავში, ალაზნის გამზირზე მდებარე ბუნებრივი აირის სადგურზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.

დაიწვა მსუბუქი ავტომობილი. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზავრი.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო - სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებული. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

 

"პია"