გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საბაჟო გამშვებ პუნქტში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს მარიხუანა, ჰეროინი და ჰაშიში აღმოუჩინეს

11-11-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, ,,მტკვარი”, ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,თბილისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთა.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და სატრასპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (64 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი (6.8 გრამი) და ნარკოტიკული საშუალებები მარიხუანა (482 გრამი) და ჰაშიში (1.10 გრამი) გამოავლინეს.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.