გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მორიგი გატაცება შიდა ქართლში - რუსმა ოკუპანტებმა რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას 2 მამაკაცი დააკავეს

12-11-2019

მორიგი გატაცება შიდა ქართლში. რუსმა ოკუპანტებმა, სავარუდოდ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით კასპის რაიონის სოფელ კოდისწყაროს განაპირას ორი მამაკაცი დააკავეს. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 60 წლამდე მამაკაცები საქონელს მწყემსავდნენ.

სავარაუდოდ ზურაბ ტუხიაშვილი და რამაზ ზადიშვილი ამჟამად უკვე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

გატაცების ფაქტს სუსიც ადასტურებს, თუმცა თავად გატაცებულის ოჯახებს მომხდარზე საუბარი კატეგორიულად არ სურთ. უფრო მეტიც - ისინი გატაცების ფაქტს არ ადასტურებენ და "რუსთავი 2-ის" გადამღები ჯგუფის მიმართ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ.

ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია .

რუსთავი2