გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

მერი: ზუგდიდში გარევაჭრობა არ იქნება

22-01-2018

ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას თქმით, ქალაქში გარევაჭრობა აიკრძალება. მისივე განმარტებით, გარემოვაჭრეებისთვის ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე,დაახლოებით, სამასი ადგილია, რომლითაც მათ სარგებლობა შეუძლიათ.

"მათ ნაწილს აქვს კიდეც იქ ფართები. პირველი სამი თვის განმავლობაში უფასოდ ივაჭრებენ, შემდეგ კი ისეთივე ტარიფებით ისარგებლებენ, როგორც სხვები. ჩვენ კიდევ ერთხელ გავაფრთხილებთ მათ და ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის ზომებს. პრობლემა მოლაპარაკების გზით მოგვარდება“, - აღნიშნა გოგიამ.

თავის მხრივ, გარემოვაჭრეების ნაწილი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციებს გამართავს. მათივე მტკიცებით, ალტერნატიულ ფართში ადგილის ქირის გადახდის საშუალება არ აქვთ.

რადიო "ათინათი"