გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სამტრედიაში გარდაცვლილი 24 წლის ბიჭი, მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალეს

12-11-2019

სამტრედიაში 24 წლის ახალგაზრდა, მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე, ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  მოტივი, გარდაცვლილის ე.წ. “ბიბლიური თავისუფლების” წევრობა გახდა.

მართალია “გირჩმა” ავარიაში დაღუპული შაკო ბარამიძის მოწმობა გააუქმა, რომ დაკრძალვასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილიყო, თუმცა მართლმადიდებლური წესით დაკრძალვის უფლება სამღვდელოებამ 24 წლის ბიჭის ოჯახს მაინც არ მისცა.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირას, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, “ბიბლიური თავისუფლების” მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე გარდაიცვალა. ოჯახს სურს შაკოს მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა. მიცვალებულისთვის წესის ასაგებად, ოჯახმა რამდენიმე ადგილობრივ სასულიერო პირს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. ამ თემას გამოეხმაურა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა
და გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი. 

metronome