გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქუთაისში 3000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა

22-01-2018

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა. სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტატუსის შეჩერება რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაა.


"ესენი ის სტუდენტები არიან, რომლებსაც სტატუსი შეუჩერდათ ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, უცხოეთში სწავლის, აკადემიური ჩამორჩენილობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ა.შ. საკმაოდ ხშირია სტატუსის შეჩერება საკუთარი განცხადებების საფუძველზეც", - განაცხადეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


მათი თქმით, სწავლის ქირის გადაუხდელობის გამო, სტატუსის შეჩერების ბრძანება თანხის გადახდის ვადის ამოწურვიდან უახლოეს ორ კვირის განმავლობაში იწერება. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტები სწავლის თანხას დაფარავენ, მათ სტუდენტის სტატუსი ავტომატურად ორ კვირის განმავლობაში აღუდგებათ.

"პია"