გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

დიმიტრი ხუნდაძე: თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან

13-11-2019

თვალსჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან„ - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.


მისი თქმით, საქართველოს ეკლესიასა და მის უწმიდესსა და უნეტარეს პატრიარქზე უსინდისო, ფუნდამენტურად არაქართული შეტევა განხორციელდა.

„შეუძლებელია, განსაკუთრებული ემოციის გარეშე შევაფასო ამ ბოლო დროს განხორციელებული უსინდისო, ფუნდამენტურად არაქართული შეტევა საქართველოს ეკლესიასა და მის უწმიდესსა და უნეტარეს პატრიარქზე, რომლის მიმართაც თითოეულ ჩვენგანს, მიუხედავად ეთნიკური, თუ რელიგიური კუთვნილებისა, აქვს გამორჩეული მოკრძალება და პატივისცემა. ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისათვის სრულიად თვალსაჩინოა, რომ პატრიარქის დისკრედიტაციის გზით ეკლესიის გახლეჩის მზაკვრული გეგმის ავტორები და ორგანიზატორები სწორედ ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან. ამ მართლაც ბოროტების მსახურებს სხვა რომ არაფერი დაეშავებინათ ცხოვრებაში, ისიც საკმარისი იქნებოდა, რაც იკადრეს და გაბედეს საქართველოს ეკლესიისა და მისი საჭეთმყრობელის წინააღმდეგ“ - განახადა დიმიტრი ხუნდაძემ.


https://www.facebook.com/DimitriKhundadzeGD/posts/2373605109435605?__tn__=K-R