გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქუთაისში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

13-11-2019

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ორი კვირის წინ მშენებლობიდან გადმოვარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა.

რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ირაკლი გოგინავა აცხადებს, რომ პაციენტის მდგომარეობა შეყვანისთანავე მძიმე იყო, მოტეხილი ქონდა ყველა ძვალი და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე 27 ოქტომბერს  მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კორპუსების მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ის საქართველოში სამუშაოდ აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. 

 სამუშაოებს კომპანია "თ მ" აწარმოებს. გარდაცვლლი მშენებლობაზე ათი დღის დასაქმებული იყო.

newpress