გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი კონსტიტუციასთან

16-11-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი კონსტიტუციურ მოცემულობასთან, რომელიც არის ჩამოყალიბებული,

ამის შესახებ კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებაზე მსჯელობა არის შეუძლებელი სამართლებრივი მიზეზით.
„ამაზე საუბარი 2016 წელსაც იყო. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი იმ კონსტიტუციურ მოცემულობასთან, რომელიც არის ჩამოყალიბებული, კონსტიტუციასთან არ არის თავსებადი. აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა არის შეუძლებელი სამართლებრივი მიზეზით“, – განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, არჩევნების ჩატარების თარიღის მიუხედავად, პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვლება და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებ, რომ მოემზადონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. არჩევნები რიგგარეშე იქნება, თუ არ იქნება რიგგარეშე და ჩატარდება ოქტომბერში, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის შედეგის კუთხით, პოლიტიკური მოცემულობა არ იცვლება არც ერთ შემთხვევაში. დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად სპეკულაციურია ეს მოთხოვნა. მათაც არ აწყობთ. უბრალოდ, რაღაც მოთხოვნა უნდა დაეყენებინათ, ვერ მოიფიქრეს, ოპოზიცია ვერ შეჯერდა. ამაზეც ვერ თანხმდებიან ერთმანეთში, თუ რა მოთხოვნა უნდა დააყენონ“, – განაცხადა კობახიძემ.