გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა

18-11-2019

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის
მონაწილეებმა მთავრობის სახლის შესასვლელთან გადაინაცვლეს და თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს ელოდებიან.
,,ის ვეღარ შევა მთავრობის სახლში მთავარი შესასვლელიდან, მას დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, სჯობს ღირსეული ნაბიჯი გადადგას”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ისინი მთავრობის სახლთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათ გუშინ კარვების გაშლა ცენტრალურ გზაზე სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის ნება არ მისცეს, პროცესში უშუალოდ შსს აჭარის პოლიციის დირექტორიც ჩაერთო, კონსტანტინე ანანიაშვილმა შეკრებილებს სთხოვა კარვები საფეხმავლო ბილიკზე გადაეტანათ. თხოვნას მონაწილეები დაემორჩილნენ.

"კვირა"