გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მუჟავაში გარდაცვლილი ბექა რუსიას დედა - პროკურატურა გარკვეულ პირებს ხელს აფარებს

23-01-2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ბექა რუსიას ოჯახის წევრები და ადვოკატი სამეგრელო-ზემო სვანეთის რაიონულ პროკურატურაში იმყოფებიან. გარდაცვლილის დედამ იზა რუსიამ საქმის პროკურორ დავით პაპავასთან შეხვედრა მოითხოვა. ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. 

"ვითხოვთ გამოძიება ხელახლა დაიწყონ. პროკურატურა გარკვეულ პირებს აფარებს ხელს. თუ არ შეასრულებენ ჩვენს მოთხოვნას, ისეთ მასალებს გამოვაქვეყნებთ, სადაც ჩანს როგორი განუკითხაობაა", - განაცხადა იზა რუსიამ.

ბექა რუსია 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ტერიტორიაზე, აღნიშნული სამმართველოს სწრაფი რეაგირების მე-2 ასეულის მოსამსახურემ დ. ჯ. - მ, ამავე სამმართველოს ოცეულის მოსამსახურეს - ა. კ. - ს სახელზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გაუფრთხილებლობით მოუსპო სიცოცხლე ამავე სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეს ბ. რ. - ს. 27 ოქტომბერს დ.ჯ. დააკავეს, მეორე დღეს კი მას ბრალი სს კოდექსის 116-ე ,გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"