გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

საფრანგეთის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის 12 კომპანია იყო წარმოდგენილი

19-11-2019

საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიური ფესტივალი „Salon Savim Automne“ გაიმართა, რომელზეც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ”LE PONT CAUCASIEN“-ის ორგანიზებით, საქართველოდან ღვინის 12 მარნის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.


„Salon Savim Automne“, თავისი 30 წლიანი ისტორიით, საფრანგეთში ერთ-ერთ პრესტიჟულ ღონისძიებად ითვლება, სადაც უმაღლესი ხარისხის პროდუქციაა წარმოდგენილი.

ფესტივალს სტუმრობენ როგორც ღვინის იმპორტიორები და კომერციული პირები, ასევე ღვინის მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალის მონაწილე ღვინის კომპანიებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ, ჯამში ღონისძიებას 100 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საფრანგეთში ქართული ღვინის მიმართ, განსაკუთრებით ქვევრის ღვინის მიმართ ინტერესი ბოლო წლებში მზარდია.