გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ზუგდიდში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

19-11-2019

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, სამაიას ბაღთან 44 წლის მამაკაცი დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილს ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია უტარდება. ემერჯენსის ექიმის, მაია ესებუას ინფორმაციით, პაციენტი თვითდინებით შევიდა ჰოსპიტალში. მას მარცხენა ფეხზე აქვს ჭრილობა მიყენებული.

„შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში დაახლოებით საათ-ნახევრის წინ შემოიყვანეს, მას ქუსლთან აქვს ჭრილობა მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღით, მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტს უტარდება ქირურგიული ოპერაცია“, – განაცხადა მაია ესებუამ.

შსს მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.