გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი რურუას აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

20-11-2019

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმეზე პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა. რურუას აღკეთის ღონისძიების სახის შეფარდებაზე მოსამართლე რომან ხორავა იმსჯელებს.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორიკა) რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, “საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 1977 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში დააკავეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს.

მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს.

alia