გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სალხინოს ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

20-11-2019

მარტვილში, სალხინოს ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია.  ადგილზე 20-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა და მერიის თანამშრომლები დილიდან მუშაობდნენ. 

ამ დროისთვის დაკვამლიანება ისევ შეინიშნება, თუმცა ცეცხლის ღია კერები აღარ არსებობს. მაშველები ამბობენ, რომ ვითარების კონტროლისთვის სალხინოს ტყეში სამუშაოებს ხვალიდან განაახლებენ.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ადგილობრივები სავარაუდო დაუდევრობას ასახელებენ. ხანძარი სალხინოს ტყეში გუშინ, გამთენიისას გაჩნდა.