გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების კომიტეტს ტოვებს

21-11-2019

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს  ტოვებს.

როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფოფხაძემ განაცხადა, აპარატი სხდომების გაცდენის გამო აჯარიმებს, რაც „ქართული ოცნების” მხრიდან მისი პოლიტიკური დევნის ფორმაა.

„შეუძლებელია, კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მივიღო. ბიუროს მივმართავ და კომიტეტს დავტოვებ. თქვენი პოლიტიკური ძალა არის სულმდაბალი და მორალდაცლილი“, – განაცხადა ფოფხაძემ.

ამასთან, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ გაცდენების გამო, სხვა დეპუტატებიც დაჯარიმდნენ.

„გედევან ფოფხაძის გამოსვლა უსაფუძვლო იყო. ამ დარბაზში არიან სხვებიც, ვინც დაჯარიმდნენ“, – აღნიშნა ხაბარელმა.

რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატები ჯარიმდებიან როგორც პლენარული სხდომების გაცდენის გამო, ასევე კომიტეტების სხდომის გაცდენის გამო.

alia