გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ქალს და კაცს თანაბარი შრომის პირობებში თანაბარი ანაზღაურება ექნებათ

21-11-2019

თანაბარი შრომის პირობებში ქალის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა აღმოიფხვრება. კერძოდ, ქალს და კაცს თანაბარი შრომის პირობებში თანაბარი ანაზღაურება ექნებათ.

ცვლილებას „შრომის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც დამუშავების ეტაპზეა, შემდეგ კი, მისი ინიცირება პარლამენტში მოხდება.

კანონპროექტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ქალისა და კაცის მიერ შესრულებული თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების გადახდა. მოცემული პრინციპის უზრუნველმყოფი წესები და რეგულაციები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად.

დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის მიერ შესრულებული თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის თანაბარი ანაზღაურების გადახდა. მოცემული პრინციპის უზრუნველმყოფი წესები და რეგულაციები განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ (შემდგომ – მინისტრი) სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად.

pia