გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლანჩხუთში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

22-11-2019

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

ამ დროისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მთისძირა არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან დამშრობი არხის 17 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოების შედეგად არხის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება, რაც 6900 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან ჭარბი წყლის მოცილებას გააუმჯობესებს.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 527 800 ლარია მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.

სამელიორაციო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.