გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მცხეთაში დაკავებული პირები პოლიციამ ხელწერილით გაათავისუფლა

22-11-2019

მცხეთაში საპროტესტო აქციის დროს ორი პირის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„22 ნოემბერს, ქალაქ მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიტიკური გაერთიანება "ევროპული საქართველოს" ლიდერებს, ამავე პარტიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე 2 პირი დააკავეს.

პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და ქართული ოცნების მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის მასალები შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით სასამართლოს გადაეცემა“-აცხადებენ შსს-ში.