გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

“ჩამოდი და იჭყუმპალავე ამ წყალში” – აქტივისტებმა თალაკვაძეს აუზი პარლამენტთან მიუტანეს

23-11-2019

„ჩამოდი და იჭყუმპალავე ამ წყალში“ – ასეთი იყო აქციის მონაწილეთა შეძახილები პარლამენტის წინ, სადაც აქტივისტებმა აუზი მიიტანეს და როგორც თავად ამბობენ, კომოს ტბა, პარლამენტის სპიკერს, არჩილ თალაკვაძეს რუსთაველის გამზირზე მოუწყვეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ ტელევიზიები დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშულა, რომ ის იტალიაში, კომოს ტბაზე დასასვენებლად არ იმყოფებოდა და მედიასაშუალებები იტყუებოდნენ.

თუმცა, მოგვიანებით, “ევროპული საქართველოს” წევრმა გიორგი კანდელაკმა გაავრცელა ფოტოები და ინფორმაცია, რომ თალაკვაძე სტამბოლის რეისით მასთან და გიგი წერეთელთან ერთად ჩამოფრინდა.

metronome