გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩოხატაურში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა

23-11-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა, სადაც სოფლის კლუბი, ამბულატორია და მერის წარმომადგენლის ოფისი იყო განთავსებული.
ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, რომ ამ ეტაპზე ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა სრულად ჩამქრალი არ არის.

“ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, დაახლოებით 3-4 საათის წინ მოხდა ხანძარი, ძალიან მალე ჩაიფერფლა შენობა, ხანძრის ლიკვიდირება ვერ შევძელით, თუმცა გარშემო შენობების დაცვა მოვახერხეთ, რომ არ გადასდებოდა ცეცხლი. გარშემო ბაღია და სოფლისთვის მნიშვნელოვანი შენობები”, – თქვა ირაკლი კუჭავამ.

ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

"კვირა"