გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბათუმში 50 წლის მამაკაცი დაჭრეს

24-01-2018

ბათუმში, ე. წ. ოცნების ქალაქში , 50 წლის მამაკაცი  მუცლის არეში დანით დაჭრეს.  მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. დაჭრილი კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.  ამ დროისათვის მამაკაცი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, დამნაშავე დაჭრილის ნათესავია.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.