გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბოდბისხევის ბაზარში მომხდარი ინციდენტის თაობაზე სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტი გამოიკითხება

25-11-2019

სოფელ ბოდბისხევის ბაზარში მომხდარი ინციდენტის თაობაზე, სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტი ნინო გოგოლაშვილი, სიღნაღის პოლიციაში ხვალ მივა და სამართალდამცავებს ყველა მტკიცებულებას წარუდგენს.

ის, დეტალებში გასარკვევად, სახალხო დამცველსაც მიმართავს. გოგოლაშვილი უწყებაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდება.

შეგახსენებთ, ინციდენტი სოფელ ბოდბისხევში იმ დროს მოხდა, როცა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა, კამპანია "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები", დაიწყეს.

მათი განცხადებით, ბოდბისხევის ბაზარში, საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ილია ბაიდოშვილმა, მოძრაობის წევრს ნინო გოგოლაშვილს ხელი დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის, მუხლით დაიწყო.

"პია"