გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

რა მოტივით ჩაცხრილეს ე.წ. “კანონიერი ქურდები”, ასტიკა და ჰასიკი სოხუმის ცენტრში

25-11-2019

“მეტრონომი” რამდენიმე დღის წინ წერდა სოხუმის ცენტრში მომხდარ ინციდენტზე, სადაც რამდენიმე ადამიანს ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც გაირკვა, ე.წ. კანონიერი ქურდი, გუდაუთელი ასტამურ შამბა, იგივე „ასტიკა“ თავის მეგობარ, გუდაუთელ ასევე „კანონიერ ქურდთან“ ალხას ავიძბასთან („ჰასიკი“) ერთად, რესტორან სან-რემოსთან მაშინ ჩაცხრილეს, როცა ისინი ​ვერანდაზე სადილობდნენ. ორივე ადგილზე გარდაიცვალა. ასევე დაიჭრა და უმძიმეს მდგომარეობაშია მიმტანი გოგო, რომელიც სროლის დროს ე.წ. “კანონიერ ქურდებს” ემსახურებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი გავლენებისთვის და ობშიაკის გადანაწილებისთვის ბრძოლაა.

 

metronome