გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

რუსთაველზე აქციის დაშლისას “მთავარი არხის” ჟურნალისტი დაშავდა

26-11-2019

რუსთაველზე აქციის დაშლის დროს, “მთავარი არხის” ჟურნალისტი ვასილ დაბრუმდაშვილი დაშავდა. მას ხელი აქვს მოტეხილი. ის აქციის დარბევისას დაშავდა, მაშინ როცა სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების პარლამენტის ტერიტორიიდან აქციის მონაწილეების გაყვანა დაიწყო.
კორესპოდენტი საავადმყოფოშია გადაყვანილი.


როგორც ვასილ დაბრუნდაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში თქვა, ის აქციის დაშლის დროს წაიქცა, რა დროსაც ხელი დაუზიანდა.

როგორც ცნობილია, სახის ძვლების მოტეხილობა აქვს აქციის დაშლისას დაშავებულ კიდევ ერთ პირს ზაზა ლიპარტიას, რომელსაც ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის დაშლისას 3 ადამიანი დაშავდა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს 28 პირი.

cyc.ge