გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ სწორი და ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება მივიღეთ

26-11-2019

„ჟურნალისტები ჩვენ, იმ ადამიანებს, ვინც კანონპროექტი ჩავაგდეთ, ხშირად გვეკითხებიან, ვიღებთ თუ არა პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას რომ ვგრძნობთ, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება რომ სწორი იყო, ამას მეტყველებს ის დესტრუქციული ქმედებები, რაც მერწმუნეთ, პროპორციულ სისტემაზე ასე ნაადრევად გადასვლის შეთხვევაში იქნებოდა გაათმაგებული და გაასმაგებული“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება დაუფიქრებლად და ზოგჯერ ნაადრევად მიიღეს მოუხდათ ან გადაწყვეტილების შეცვლა, ან მიიღეს პოლიტიკური კრიზისი.

„თითოეულ ჩვენთაგანს, მთლიან საზოგადოებას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა. ჩვენი გადაწყვეტილება იყო სწორი და პასუხისმგებლიანი არა მხოლოდ საკუთრი თავის არამედ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს იყო სწორი“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.