გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

თავდაცვის სამინისტრო: საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ

26-11-2019

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სოციალურ ქსელში პერიოდულად მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ყალბი გვერდები იქმნება, რაც, სამინისტროს პოზიციით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გაცნობებთ, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში პერიოდულად საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად. მოცემული გვერდებით ხდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება და გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო და მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობენ მხოლოდ ოფიციალური ფეისბუქ და ტვიტერის გვერდებით. საზოგადოებას მოვუწოდებთ სიფრთხილე გამოიჩინონ აღნიშული ტიპის გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ“-ნათქვამია უწყების განცხადებაში.