გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების დესტრუქციული ქმედებები, მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას - გიორგი გახარია

28-11-2019

"ერთმნიშვნელოვნად, ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ ყველა ეს დესტრუქციული ქმედება უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების, მიზნად ისახავს  სახელმწიფოს ბლოკირებას" - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე  გააკეთა.

გიორგი გახარიას განცხადებით, კანონდარღვევაზე სახელმწიფოს ადეკვატური პასუხი ექნება.

"ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს, პოლიციის შეურაცხყოფა, პარლამენტის პიკეტირება ან შეჭრა, მიაჩნია გამოხატვის თავისუფლებად.  ჩვენ,  სახელმწიფო, სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი მსგავს ნაბიჯებზე იქნება სრულად კანონიერი და გააზრებული,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

rustavi2