გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად, გერმანიის და ბრაზილიის შემდეგ, საქართველომ მემორანდუმი ქუვეითთანაც გააფორმა

28-11-2019

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 31-ე სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ქუვეითის წარმომადგენლებთან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა ქუვეითთან მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

შეხვედრაზე მხარეებმა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და განიხილეს საქართველოს შესაძლებლობა, კვალიფიციური მეზღვაურებით მომარაგდეს ქუვეითის დროშის ქვეშ მცურავი გემები. სააგენტოს დირექტორის მხრიდან ხაზგასმული იქნა ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმი და მომზადების მაღალი დონე ზღვაოსნობისთვის საჭირო სხვა უნარებთან ერთად.

“დღეს დასაქმების კიდევ ერთი ბაზარი გაიხსნა საქართველოს მეზღვაურებისთვის” - განაცხადა თამარ იოსელიანმა შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ქუვეითის დროშის ქვეშ 300-მდე გემი (ჯამურად 2,4 მილიონი სუფთა ტონა, 4 მილიონი ტონა დედვეითი) დაცურავს. ფლოტის დიდ ნაწილს კი თანამედროვე, ახალი გემები შეადგენს, რომელთა უმეტესობა ტანკერია. “ეს გარემოება განსაკუთრებით საინტერესო იქნება ჩვენი მეზღვაურებისთვის, რადგან მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ტანკერის სპეციალისტები არიან” - აცხადებს თამარ იოსელიანი.