გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროექტები მივიყვანოთ ბოლომდე და მოქალაქეებს ახალი სამუშაო ადგილები შევთავაზოთ

29-11-2019

თითოეული სამინისტრო, მთავრობა სრულად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იყოს თქვენი ღირსეული და ეფექტური მედიატორი, რომ ეს პროექტები მივიყვანოთ საბოლოო, ლოგიკურ დასრულებამდე და იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილები - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ეს არის ჩვენი ძირითადი მოტივი, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და რა თქმა უნდა მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საარჩევნო წელიწადია, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არის გარკვეული ტურბულენტობა. მიუხედავად ამისა მთავრობაც და ბიზნესიც ბევრად უფრო კონცენტრირებულად, წყნარად, მშვიდად უფრო მეტი შემართებით, ეფექტიანობაზე მეტი კონცენტრირებით უნდა ვდგამდეთ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ კოლეგებო და გპირდებით, რომ ყველა ის პროექტი, რომელსაც განიხილავთ თქვენ და რომელზეც გამოხატავთ თქვენს ინტერესს, თითოეული სამინისტრო, მთავრობა სრულად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იყოს თქვენი ღირსეული და ეფექტური მედიატორი იმისთვის, რომ ეს პროექტები მივიყვანოთ საბოლოო, ლოგიკურ დასრულებამდე და იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.