გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რუსთავის მერიის წინ ინსტალაცია პირბადიანი ადამიანის სახე წარწერით “გავიგუდეთ” დაამონტაჟეს

29-11-2019

რუსთავში სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტის ახალ ფორმას მიმართეს.
ქალაქის მერიის წინ მდებარე განათების ბოძზე ინსტალაცია მიამაგრეს, რომელზეც პირბადით ადამიანის სახეა გამოსახული, წარწერით – “გავიგუდეთ”.

აქტივისტები ამ ფორმით ქალაქში დაბინძურებული ჰაერის გაპროტესტებას ცდილობენ და მოქალაქეებს ქუჩაში პირბადით სიარულისკენ მოუწოდებენ.

“ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ინსტალაციაა დამონტაჟებული. დაველოდებით საზოგადოების გამოხმაურებას, თუ პროტესტის ეს ფორმა მათთვის მისაღები იქნება, მაშინ ამ ინსტალაციებს მთელ ქალაქში დავამონტაჟებთ”, – თქვა “გავიგუდეს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნიკა მუსერიძემ.

"კვირა"