გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ცნობილი ოზურგეთელი არქიტექტორი საყვალა სალუქვაძე გარდაიცვალა

25-01-2018

ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად დღეს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცნობილი ოზურგეთელი არქიტექტორი, საყვალა სალუქვაძე გარდაიცვალა.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, ოზურგეთელ არქიტექტორს საყვალა სალუქვაძეს საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება მიენიჭა და 2016 წლის  საქართველოს რვა საუკეთესო არქიტექტორს შორის  დასახელდა.

გარდა ამისა საყვალა სალუქვაძეს 2016 წლის "საუკეთესო არქიტექტორის" წოდება მიენიჭა.

საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი საყვალა სალუქვაძე  1979-1981 წლებში ოზურგეთის რაიონის მთავარი არქიტექტორი იყო.  1995-2006 წლებში კი  საქართველოს ურბანიზაციის  და მშენებლობის სამინისტროს გურიის მხარის ურბანიზაციის და მშენებლობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.  იმავდროულად,  იყო  გურიის მხარის არქიტექტორიც.

წყარო: "გურიის მოამბე"