გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ყველა ვცდილობთ ეს უკანონო დაკავების ფაქტი აღმოვფხვრათ - კარლ ჰარცელი ვაჟა გაფრინდაშვილზე

29-11-2019

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი ვაჟა გაფრინდაშვილის ოკუპირებული რეჟიმის მიერ ტყვეობაში ყოფნის საქმეს ეხმაურება.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი აღნიშნავს, ის, ქართველი ექიმის გათავისუფლების საკითხში აქტიურად არის ჩართული და ცდილობს უკანონო დაკავების ფაქტი აღმოფხვრას. 

კარლ ჰარცელის განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელიც დაესწრება, სადაც ექიმის უკანანო დაკავების ფაქტზე იმსჯელებენ.

"ველოდებით ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს, რასაც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელიც დაესწრება. შეხვედრაზე შესაძლებლობა იქნება გადავხედოთ სიტუაციის სრულ მოცემულობას, მათ შორის საზღვარზე არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

rustavi2