გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სააკაშვილი პოლიციელებს ემუქრება: ყველანი აგებთ პასუხს, ძალიან მკაცრად

30-11-2019

მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვით გამოეხმაურა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა იურისტთა ჯგუფის შექმნა დააანონსა.
„ხვალიდან, ჩვენ უნდა შევქმნათ იურისტთა ჯგუფი, ამოვიღეთ ტელევიზიებიდან ყველას სახელი და გვარი, ადამიანი უფლებების დამრღვევი პოლიციელის, ყველას ვინც არბევს, სცემს, არაპროპორციულ ძალას იყენებს, ყინვაში წყლის ჭავლს ასხამს, ტყვიებს ესვრის თვალებში.
​ყველა მათგანზე შევიტანოთ სარჩელი, დავიწყოთ სამართლებრივი პროცედურა სისხლის სამართლის აღძვრაზე. რა თქმა უნდა ივანიშვილის პირობებში შეიძლება ამას ეგრევე ეფექტი არ მოყვეს მაგრამ, ივანიშვილი სულ მალე დასრულდება და მე მინდა ვუთხრა ამ პოლიციელებს – ყველანი აგებთ პასუხს ძალიან მკაცრად! დამთავრდა აქ ბაირამობა და ლობიოობა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

​ვიდეო იხილეთ ლინკზე – https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/451034135603851/

kvira